თეგი: შოთა ბურჯანაძე

შოთა ბურჯანაძე: სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია - სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება

"საქართველოში სარესტორნოს სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტია, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. ამასთან, სამომავლოდ არსებობს შესაძლებლობა, რომ სამუშაო ძალის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განხორციელდეს", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ პალიტრანიუსის გადაცემა „დილის პალიტრაში“ განაცხადა. მისივე თქმით, სარესტორნო სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება. „სარესტორნო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი სფეროსთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ, ასოციაციამ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული მიგრანტები ჩვენთან დავასაქმოთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ადამიანი. არ გაგიკვირდეთ და საუბარი გვაქვს უშუალოდ უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ. ამ ყველაფერზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საკამოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით, რადგან ტურისტული სეზონი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარი ფაზაში შედის უკვე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.  

შოთა ბურჯანაძე: 55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს ან ქვეყანას ტოვებს

„საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 55 ათასი კურსდამთავრებულიდან 80% ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. „დღეს ქვეყანაში არსებობს 55 ათასი კურსდამთავრებული, მათი 80% კი უმუშევარია მომავალში, ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შედენო“ პროფესიულ სასწავლებელში. გარდა ამისა მან, მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დროის 48-დან 40 საათამდე შემცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესისთვის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობას ქმნის. გარკვეული სფეროებისთვის 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. მაგალითად, სპეციფიკურ სფეროებად ითვლება დისტრიბუცია, ტურისტული სფერო, რესტორნები, სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შეიძლება კვირის განმავლობაში 40 საათი იმუშაოს და შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, უარი თქვას დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ან მეორე ვარიანტში, შეასრულოს 40 საათი, დამატებით იმუშაოს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი. ამ კუთხით მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. ეს ბიზნესისთვის არის დამატებითი კადრების მოძიების აუცილებლობა, მეორე დამატებითი გასავალი. ეს ორი ფაქტორი ბიზნესისთვის გამოწვევაა. დღეს ძალიან რთულია ახალი კადრების მოძიება. ეს არის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გარკვეული ბიზნესისთვის გადაულახავი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ძალიან დიდი პროცენტია იმ ბიზნეს სფეროსი, რომელიც ამ პრობლემას ვერ გადალახავს და პრობლემა შეექმნება“,- აღნიშნა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.